თეგებით ძიება
10. 10. 2023 მსოფლიო

„ჰამასის“ მიერ გატაცებული გერმანიის მოქალაქე გადარჩა და საავადმყოფოშია

ცნობილი გახდა, რომ „ჰამასის“ მიერ გატაცებული გერმანიის მოქალაქე გადარჩა და საავადმყოფოშია.

გერმანიის მოქალაქე შანი ლუკი, რომელიც „ჰამასის“ „ბოევიკებმა“ ისრაელში შეჭრის პირველ დღეს ტყვედ აიყვანეს, ცოცხალია. დედამ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი მძიმე მდგომარეობაშია და ღაზას სექტორის საავადმყოფოში იმყოფება. დაზარალებულს სასწრაფო ევაკუაცია სჭირდება.

„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ შანი ცოცხალია, მაგრამ თავის არეში მძიმე ტრავმა მიიღო და კრიტიკულ მდგომარეობაშია“, - თქვა დედამ. 

გოგონას დედამ ყველას მოუწოდა ყველაფერი გაეკეთებინათ, რათა სასწრაფოდ მოხდეს მისი ქალიშვილის ღაზას სექტორიდან ევაკუაცია.

წყარო: პრაიმტაიმი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა