"ტარიელი არ დამიკარგავს, ის იყო, არის და იქნება..." - ია ფარულავას სკანდალური განცხადება
ტელეწამყვანმა, ია ფარულავამ Ambebi.ge-სთან ვრცელ ინტერვიუში, სხვადასხვა თემებთან ერთად, ტარიელ სუართან დაშორებაზეც ისაუბრა
„მე ტარიელს გავშორდი, მაგრამ ჩვენ მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით, როგორც მეგობრები. ტარიელი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ჯერ ეს ერთი, ერთადერთი მამაკაცია, რომელთანაც 10 წელი ვიცხოვრე და მერე, ღირსეული ადამიანია. ძალიან მიყვარს მისი ხელოვნება და ტალანტი. ჩათვალეთ, რომ ის ჩემი ოჯახის წევრია. ამიტომ ტარიელი არ დამიკარგავს, ის იყო, არის და იქნება“, - განაცხადა ფარულავამ.
წყარო: ambebi.ge