თეგებით ძიება
11. 10. 2023 მსოფლიო

ოჯახები გაანადგურეს, ფეხმძიმე ქალებს მუცლები გადაუჭრეს... ახლაც ძალიან მძიმე სიტუაციაა" - რას ჰყვება ისრაელიდან კაკული გურიელაშვილი?

ის­რა­ელ­ში მოღ­ვა­წე მომ­ღე­რა­ლი კა­კუ­ლი გუ­რი­ე­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ოჯახ­თან ერ­თად აშ­კე­ლონ­ში იმ­ყო­ფე­ბა, იქ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უბ­რობს. მისი თქმით, რა­საც ახლა ტე­რო­რის­ტე­ბი იქ აკე­თე­ბენ, მსგავ­სი სა­ში­ნე­ლი ფაქ­ტე­ბი მსოფ­ლი­ო­ში არ ახ­სოვს.

"ახლა ძა­ლი­ან მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა, რად­გან ყო­ველ წუ­თას რა­კე­ტებს ის­ვრი­ან. ოჯა­ხე­ბი გა­ა­ნად­გუ­რეს, ფეხ­მძი­მე ქა­ლებს მუც­ლე­ბი გა­და­უჭ­რეს, ასე­თი რამე მსოფ­ლი­ო­ში არ მომ­ხდა­რა. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს (ის­რა­ე­ლის) ჯარს და მთავ­რო­ბას, რომ ჭირ­შიც და ლხინ­შიც ერ­თნი ვართ. მგო­ნი ეს თუ მოგ­ვა­გე­ბი­ნებს ამ ომს და პირ­ველ რიგ­ში უფა­ლი იქ­ნე­ბა ჩვენ­თან.

ახ­ლაც შე­ტე­ვე­ბი იყო 40 წუთი შე­უ­ჩე­რებ­ლად, რა­კე­ტებს ის­როდ­ნენ, თუმ­ცა რო­გორც ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან ვი­ცით, ყვე­ლა რა­კე­ტა მო­იხ­სნა და მსხვერ­პლი არ გვყავს. არც ერთი არ ჩა­მო­ვარ­დნი­ლა ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლას. ეს შე­ტე­ვა გა­ვი­ა­რეთ თუმ­ცა რა წუთს ის­ვრი­ან ვერ გა­ი­გენ.

დღეს იმ­დე­ნად ამა­ყი ადა­მი­ა­ნი ვარ, რად­გან არ შე­წყვე­ტი­ლა ის­რა­ელ­ში რა­კე­ტე­ბის ჩა­მო­ვარ­დნა და ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი ამას არ შე­უ­შინ­დნენ და და­ი­წყეს ჩა­მოს­ვლა ქვე­ყა­ნა­ში, ზოგი ტა­ი­ლან­დი­დან ჩა­მო­ვი­და, ზოგი ამე­რი­კი­დან, მი­ა­ტო­ვეს სწავ­ლა, გარ­თო­ბა, ყვე­ლა­ფე­რი და სა­ხელ­მწი­ფოს და­უდ­გნენ გვერ­დით.

მე სულ ვამ­ბობ, მე სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ებ­რა­ე­ლი ვარ, ამა­ყი კაცი იმით, რომ ვარ ქარ­თე­ლი და ვარ ებ­რა­ე­ლი და ვიცი, რომ ღმერ­თი შეგ­ვე­წე­ვა და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა" - ამ­ბობს "ტვ პირ­ველ­თან" სა­უბ­რი­სას გუ­რი­ე­ლაშ­ვი­ლი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა