თეგებით ძიება

შევედი და გამოვედი ცოლით... ცხოვრებაში პირველად გამიხარდა, გოგომ რომ იტირა, რათა მივსულიყავი და დამემშვიდებინა - რას ამბობს ნიკოლოზ ქართველი?

"ფორტუნა პლუსის“ გადაცემას  „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილეები, ნიკოლოზ ქართველი და სალომე უშხვანი ეწვივნენ.

დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, საზოგადოებამ გაგიცნოთ რეალური შოუ „პრაიმ ჰაუსიდან“. რატომ მიიღეთ მონაწილეობა ამ პროექტში?

სალომე:

მოყვარული „ტიკ-ტოკერი“ ვიყავი, სიახლე მინდოდა, საკუთარი თავის გამოცდა და რეალიზება მსურდა. ამ პროექტმა ძალიან ბევრი რამ მომცა, ის, რაც მინდოდა და რაც ახლა მაქვს. მაკლდა ცნობადობა და სიახლეები. ოჯახის წევრებმა მომიწონეს ეს გადაწყვეტილება. უბრალოდ, რადგან ძალიან ემოციური ვარ, ჩემები ღელავდნენ. ძალიან რთული დღეები გამოვიარე, ახლა ის გამახსენდა, პირველად რომ ავტირდი და ნიკო მამშვიდებდა. ამის შემდეგ უამრავი ასეთი დღე იყო. იქ ყოფნის 90%, ალბათ, სულ მძიმე იყო.

ნიკო:

გეგმაში არ მქონდა, მეგობრების რჩევით შევედი, შევედი და გამოვედი ცოლით. ჩემი ყოველი დილა იწყება იმ შეტყობინებების კითხვით, რომელსაც ვიღებ უთბილესი გულშემატკივრებისგან. ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა. ლაივები მაქვს, ისინი უკვე ჩვენი ოჯახის წევრები არიან.

წყარო: „ფორტუნა პლუსი“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა