აშშ-ს შეუძლია ერთდროულად მხარი დაუჭიროს უკრაინასა და ისრაელს - თეთრი სახლი
თეთრი სახლი ამტკიცებს, რომ შეერთებულ შტატებს აქვს საკმარისი რესურსები, რათა ერთდროულად მხარი დაუჭიროს უკრაინის ბრძოლას რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ისრაელს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ მოსაზრებას, რომ შეერთებულ შტატებს არ შეუძლია ერთდროულად მხარი დაუჭიროს უკრაინისა და ისრაელის სახელმწიფოს თავისუფლებისმოყვარე ხალხს,” - აცხადებს სალივანი.
სალივანმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონს აქვს ბიუჯეტი, დახმარება ორივე ქვეყანას გაუწიოს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გააკეთა განცხადება, რომლის დროსაც მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგტონის მხარდაჭერა ისრაელის მიმართ.