თეგებით ძიება

"ისევ ქრისტიანულ ევროპას მოუწევს ამ ლტოლვილების შეფარებაც“ - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე პალესტინელ ლტოლვილებზე?

მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი თამაზ ლომიძე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ პალესტინელი ლტოლვილების ბედი არაბულ სამყაროს საერთოდ არ ადარდებს.

"გასაოგნებელი ამბავია და ბევრ რამეზე მეტყველებს: ისრაელის მიერ გამოცხადებული საპასუხო შეტევის შემდეგ, 187 000 პალესტინელი ლტოლვილია ღაზას სექტორიდან ანუ პალესტინელები გარბიან საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად. იქით ზღვაა, აქეთ ისრაელი და ერთადერთი ქვეყანა რომელიც ღაზას ესაზღვრება და სადაც გაქცევა შეუძლიათ არის უზარმაზარი ეგვიპტე, 111 მილიონიანი მოსახლეობით, რომლის 90% აღიარებული მუსლიმია. მაგრამ ამ ისლამურმა ეგვიპტემ საზღვარი ჩაკეტა და ქვეყანაში არ უშვებს ლტოლვილ, ასევე მუსლიმ პალესტინელებს, სამოქალაქო პირებს, ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს.  დაუჯერებელი “სოლიდარობაა” ამ უბედურების ჟამს. შემდეგ ალბათ ისევ ქრისტიანულ ევროპას მოუწევს ამ ლტოლვილების შეფარებაც.

აქედანაც ჩანს რამხელა უფსკრულია ევროპულ და არაბული სამყაროს ღირებულებებს შორის. სირიიდან რომ გამორბოდნენ მუსლიმები 2015-ში, უმდიდრესმა არაბულმა ისლამურმა ქვეყნებმა ერთი ლტოლვილიც კი არ მიიღეს", - წერს თამაზ ლომიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა