“ჩემი შვილი სასწრაფოდ გამოსაყვანია ამ ტერიტორიიდან, ის ცოცხალია და კრიტიკულ მდგომარეობაშია…” - შანი ლუკის დედა მიმართვას ავრცელებს (ვიდეო)
“ჰამასის“ მიერ გატაცებული გერმანიის მოქალაქე შანი ლუკი გადარჩა და საავადმყოფოშია.
გერმანიის მოქალაქე შანი ლუკი, რომელიც „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელში შეჭრის პირველ დღეს ტყვედ აიყვანეს, ცოცხალია. დედამ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი მძიმე მდგომარეობაშია და ღაზას სექტორის საავადმყოფოში იმყოფება. დაზარალებულს სასწრაფო ევაკუაცია სჭირდება.
"ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ შანი ცოცხალია, მაგრამ თავის არეში მძიმე ტრავმა მიიღო და კრიტიკულ მდგომარეობაშია“, – თქვა დედამ.
@dailymail Shani Louk, who was reportedly abducted by Hamas militants, is said to be ALIVE, according to her mother Ricarda - who is desperately seeking help from the German government #fyp #shanilouk #hamas #israel #israelwar #israelhamas ♬ original sound - Daily Mail