თეგებით ძიება

4 ბავშვს მოაჭრეს თავი, გააუპატიურეს ათასობით უდანაშაულო ადამიანი, ვნახეთ როგორ გაჰქონდათ ცხედრები - საქართველოში ისრაელის ელჩი

4 ბავშვს მოაჭრეს თავი. ვნახეთ როგორ გაჰქონდათ მრავალი საათის განმავლობაში ცხედრები. სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ გამოვხატო ჩვენი გრძნობები, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადმა გადაცემაში განაცხადა.

„ჰამასმა“ ამოწყვიტა, გააუპატიურა ასობით უდანაშაულო ადამიანი, მე არ მყოფნის სიტყვები იმიტომ, რომ ეს გახლავთ ბარბაროსული ომის აქტი. ასეთ რამეს უკანასკნელი წლების განმავლობაში არ მოვსწრებივართ. „ჰამასი“ და ისლამური სახელმწიფო ერთი და იგივეა. მთელმა მსოფლიომ დაინახა „ჰამასის“ რეალური სახე, ზუსტად ისეთი, როგორიც იყო ისლამური სახელმწიფო“, - აღნიშნა ისრაელის ელჩმა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა