დახოცილი ბავშვები, ცოცხლად დამწვარი ცხედრები - ისრაელში გარდაცვლილთა რაოდენობა 1200 მდე გაიზარდა
დახოცილი ბავშვები, ჩაცხრილული მძინარე ადამიანები და ცოცხლად დამწვარი ცხედრები. ისრაელში გარდაცვლილთა რაოდენობა 1200 მდე გაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით ტერორებს ეძებენ. პარალელურად კი ღაზას მიმართულებით ანტიტერორისტული ოპერაცია უწყვეტად გრძელდება.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ თავდასხმის შემდეგ ისრაელის საპასუხო შეტევას ღაზას სექტორში 900-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ოფიციალური ისრაელის ცნობით განადგურებულია "ჰამასის" საჰაერო კონტროლის სისტემა - კამერების ქსელი, რომლის მეშვეობითაც ტერორისტები ღაზის სექტორის ცას აკონტროლებდნენ და მფრინავ ობიექტებს უმიზნებდნენ. ახლა ამ ქსელის არცერთი სტრატეგიული წერტილი აღარ არსებობს.