ავღანეთში მეორე ძლიერი მიწისძვრა მოხდა - დაშავდა სულ მცირე 80 ადამიანი
ავღანეთში კიდევ ერთი ძლიერი, 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეს ხდება რამდენიმე დღის შემდეგ, რაც დამანგრეველ მიწისძვრას 2 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბოლო მიწისძვრა ჰერატის პროვინციაში მოხდა, ადგილობრივი დროით ოთხშაბათს დილით.
Associated Press-ის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 80 ადამიანი დაშავდა. მეწყერმა კი ჰერატ-თორღუნის მთავარი გზატკეცილი გადაკეტა.
ჰერატის გუბერნატორის ცნობით, "უზარმაზარი დანაკარგებია" იმ რაიონებში, რომლებიც ადრინდელი მიწისძვრების შედეგად იყო დაზარალებული.