"თუ იყავი თანახმა, რომ ამ ყველაფერს გააკეთებდი და იტყოდი მაშინ კარგი, თუ არადა, პროექტს დისკვალიფიკაციით ტოვებდი და 20 000 ლარი ჯარიმა" - რას ამბობს თამარ ახალკაცი?
"პრაიმ ჰაუსის" მესამე სეზონის ყოფილი მონაწილე, თამარ ახალკაცი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ პროექტში ყველაფერი დადგმულია.
"მე მყავდა ერთი მთავარი პროდიუსერი მარიამ იმედაშვილი, ყურსასმენი მეკეთა და ყველაფერი მიდიოდა კარნახით. ჩხუბები, დავები, ჩემი ყვირილი, მაგიდაზე ხელის დარტყმა, აბსოლუტურად ყველაფერი იყო დადგმული. თუ იყავი თანახმა, რომ ამ ყველფერს შეეჭიდებოდი, გააკეთებდი და იტყოდი მაშინ კარგი, თუ არადა, პროექტს დისკვალიფიკაციით ტოვებდი და 20 000 ლარი ჯარიმა“, - ამბობს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში თამარ ახალკაცი.