საომარ მოქმედებებს ღაზას სექტორში სულ მცირე 7 ჟურნალისტი ემსხვერპლა - CNN
სულ მცირე შვიდი ჟურნალისტი მოკლეს ღაზას სექტორში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მას შემდეგ, რაც ჰამასმა შაბათს ისრაელზე თავდასხმა დაიწყო - ინფორმაციას CNN ავრცელებს და ვარაუდობს, რომ ეს რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.