"არაბულ სამყაროში ჩაჭეჭყილი ისრაელი განადგურდებოდა, რომ არა ასეთი კარგი შეიარაღება" - ვინ არის ულამაზესი ქართველი გოგონა, რომელიც ისრაელის არმიაში მსახურობს?
ცემებით, ღაზასა და ისრაელში მსხვერპლის რაოდენობა 55-მდე გაიზარდა. ანკლავის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში ორშაბათიდან 49 ადამიანია დაღუპული, ისრაელის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ღაზადან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ისრაელში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეებიც, მათ შორის ახალგაზრდები, რომლებიც იქაურ ჯარში მსახურობენ. ერთ-ერთი მათგანია 20 წლის სალი ნასყიდაშვილი. მის შესახებ დღეს თითქმის ყველა ქართული მედია წერს, რადგან ქართველი გოგონა ისრაელის შეიარაღებულ ძალებში იბრძვის.
ყველაფერი კი სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც ერთ ზაფხულს გოგონამ ისრაელის მიწაზე დადგა ფეხი. მაშინ, ერთ-ერთ მილიტარიტულ ბლოგზე გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ:
"თავიდან მოსიარულე ჯარისკაც გოგონებს რომ ვხედავდი, რომლებიც მანამდე მხოლოდ ვიდეოებში თუ ფოტოებში მინახავს, მიკვირდა, ცოტა უჩვეულო იყო და თან საოცრად მომწონდა, თვალიც მიეჩვია და ნელ-ნელა უფრო და უფრო მიმზიდველები ხდებოდნენ ჩემთვის ისინი. ვერ ვიტყვი უდიდესი სურვილი მაქვს ჯარში წასვლის თქო, ისიც იმიტომ რომ ჯერ კიდევ ვერ აღვიქვამ ისრაელს საკუთარ სახლად, მაგრამ დარწმუნებული ვარ ფიზიკურად, მორალურად, მატერიალურად, არაჩვეულებრივი ადგილია ჯარი…
არაბულ სამყაროში ჩაჭეჭყილი ისრაელი განადგურდებოდა, რომ არა ასეთი კარგი შეიარაღება და ხალხის სიყვარული, დიადი პატრიოტიზმი ქვეყნისადმი, რაც ავალდებულებს მათ იმსახურონ ჯარში განურჩევლად სქესისა, კანის ფერისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა თუ ორიენტაციისა. ისრაელის ყველა მოქალაქეს ევალება ჯარში სამსახური და დიახ, ყველაზე მეტად იმას ვაფასებ, რომ ქვეყნის სიყვარულს ისინი გამოხატავენ საქმითა და სიტყვებით ერთდროულად, არ ცდილობენ ჯარს თავი აარიდონ, პირიქით, იბრძვიან მალე წავიდნენ, სამხედრო ბიუჯეტი 9 მლრ დოლარს შეადგენს" - წერდა 2017 წელს სალი. მის ისტორიას მაშინ marksmanliveblog.wordpress.com აქვეყნებდა.
2021 წელს ნასყიდაშვილი უკვე ისრაელის მოქალაქეა და ის სავალდებულო ჯარში რამდენიმე თვის წინ წავიდა. გოგონა ისრაელში, ქალაქ ხაიაფში იმყოფება. ჯერჯერობით საბროლო ოპერაციებში ჩართული არ არის, მაგრამ "ტვ პირველთან" ინტერვიუში აღნიშნავს, ოჯახს ამშვიდებს და ამბობს:
"საკმაოდ რთული ვითარებაა იმიტომ, რომ ეს არაბები უფრო საშიშები არიან, ვიდრე ეს ბომბდამშნები, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს "რკინის გუმბათები", რომლებითაც ვახერხებთ ამ ბომბების მოგერიებას. არაბების მოგერიება უფრო რთულია, აბსოლუტურად უკონტროლოები არიან"- ამბობს ქართველი ჯარისკაცი.
წყარო - ambebi.ge