გარდაიცვალა კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
19 სექტემბერს, დოლიძის 27 ნომერში, გურამ ქადეიშვილმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა. საზარელ დანაშაულს ვერიკო და ირინა ქუმსიაშვილების სიცოცხლე ემსხვერპლა. თავად ბრალდებულმა თვითდაზიანება მიიყენა და კრიტიკულ მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.
ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული კლინიკაში გარდაიცვალა.
გურამ ქადეიშვილი აპარატზე ორი კვირის განმავლობაში იყო შეერთებული.