„14 წლის აიტაჯმა სამჯერ სცადა გაქცევა, ერთხელ მოახერხა სახლამდე მიღწევა და დედამისმა უკან, ქმრის სახლში დააბრუნა“ - სამირა ბაირამოვა
აქტივისტი, სამირა ბაირამოვა საგარეჯოში, 14 წლის გოგოს მკვლელობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ახალ დეტალებს ასაჯაროებს.
„დღეს გავიგე, რომ 14 წლის მოტაცებულმა აიტაჯმა სამჯერ სახლიდან გაქცევა სცადა ერთხელაც კი მოახერხა სახლამდე მიღწევა. მაშინ დედამისმა უკან ქმრის სახლში დააბრუნა.
მისი იძულებითი დანიშვნის მიზანი ბიჭის ოჯახის სიმდიდრე ყოფილა.
აიტაჯის ოჯახს ერთ დროს მარნეულში ქირითაც უცხოვრიათ“, - წერს სამირა.