"დედიკო დამეხმარე...“ - სულისშემძვრელი საუბარი 12 წლის გოგონას და დედას შორის, სანამ მას „ჰამასის“ მებრძოლები გაიტაცებდნენ
"ჰამასის“ მებრძოლებმა 12 წლის აუტისტური სპექტრის გოგონა გაიტაცეს. Dailymail-ი 53 წლის გალიტ დენის შვილთან ბოლო საუბარს ავრცელებს.
12 წლის ნოიამ დედას ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა - „დედიკო, მეშინია დამეხმარე, სახლში ხალხია...“
ხმოვანი შეტყობინების შემდეგ გოგონასთან კავშირი წყდება. ნოია სავარაუდოდ, იმ 150 ადამიანს შორისაა, რომლებიც „ჰამასმა“ გაიტაცა.