თეგებით ძიება

სოხუმში, მინისტრთა საბჭოს შენობაში „პრეზიდენტ ოტელის“ გახსნა იგეგმება - ასლან ბჟანია

სოხუმში, მინისტრთა საბჭოს შენობაში, სავარაუდოდ, სასტუმრო „პრეზიდენტ-ოტელი“ გაიხსნება. ამის შესახებ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოსკოვში აფხაზ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„არსებობენ ინვესტორები, რომლებიც მზად არიან განახორციელონ ინვესტიცია მთავრობის სახლის რეკონსტრუქციაში. ექსპერტიზა დაინიშნა და უახლოეს დღეებში უნდა მივიღოთ პასუხი, შეიძლება თუ არა ამ შენობის დასრულება, დატოვება ან მოგვიწევს მისი დანგრევა. ვფიქრობ, ამ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ. იმიტომ, რომ არიან ინვესტორები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამით“, - აღნიშნა მან.

ბჟანიამ დასძინა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება არ აპირებს სახელმწიფო აპარატის გაზრდას: „ამის საჭიროება არ არის“. მისი თქმით, საუბარია „პრეზიდენტ ოტელის“ გახსნაზე, ასევე ვლადისლავ არძინბას სახელობის მოედნისა და აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის ძეგლის მოწყობაზე.

ბჟანიას ინიციატივას აფხაზური საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ჩვენი დედაქალაქი“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქართულ-აფხაზურ ომში „გამარჯვების სიმბოლოს“ „სხვა საინვესტიციო ობიექტად“ გადაქცევა მიუღებელია.

სოხუმის თავისუფლების მოედანზე მინისტრთა საბჭოს შენობა, რომელიც 1993 წლის ომის დროს დაიწვა, დღემდე არ აღუდგენიათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა