ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 1 055-მდე გაიზარდა, დაჭრილია 5 100-ზე მეტი ადამიანი
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 1 055 ადამიანი დაიღუპა და 5 100-ზე მეტი დაიჭრა მას შემდეგ, რაც შაბათს ისრაელმა საპასუხო საჰაერო დარტყმები დაიწყო ღაზის სექტორზე.
მანამდე ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღაზაში დაშავებლთა თითქმის 60% იყო ქალი და ბავშვი.
ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1 200-ს მიაღწია, 2 700-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.