ღაზას სექტორიდან ისრაელის ქალაქ აშდოდისა და აშკელონის მიმართულების რაკეტებს ისვრიან
მედიის ინფორმაციით, ღაზას სექტორიდან რაკეტებს ისვრიან ისრაელის სამხრეთ ქალაქების - აშდოდისა და აშკელონის მიმართულებით. ჯერჯერობით უცნობია არიან თუ არა დაშავებულები.
ისრაელში ვითარება ისევ უკიდურესად დაძაბულია. ისმის აფეთქებების ხმა. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, იერიში განხორციელდა ლიბანიდან და ღაზას სექტორიდან. სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით შეუტიეს. მთავარი სამიზნე საზღვარზე არსებული ისრაელის შეიარაღებული ძალების პოსტი იყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰესბოლამ“ აიღო. საპასუხო დარტყმა განახორციელეს ისრაელის სამხედროებმაც. ისრაელის ავიაცია განაგრძობს საჰაერო თავდასხმებს ჰამასის სამხედრო ობიექტებზეც. აღდგენილია ბარიერი ღაზას გარშემო და საზღვარზე განლაგებულია ქვეითი ჯარი, ჯავშანტექნიკა, და 300 ათასი რეზერვისტი. არმია სახმელეთო ოპერაციისთვის სრულ მზადყოფნაშია.