გაეროს ცნობით, ღაზაში მისი 9 თანამშრომელი დაიღუპა
გაეროს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტო აცხადებს, რომ ღაზაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად მისი ცხრა თანამშრომელი დაიღუპა.
"მოსახლეობის დაცვა უმთავრესია, მათ შორის კონფლიქტის დროს. ისინი დაცული უნდა იყვნენ ომის კანონების შესაბამისად", - ამბობს ჯულიეტა ტუმა, სააგენტოს კომუნიკაციების დირექტორი.მისი განცხადებით, სააგენტოს თანამშრომლები აფეთქებების დროს საკუთარ სახლებში იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, დაბომბვის შედეგად დაზიანდა UNRWA-ს 18 სკოლა, რომელიც გადაკეთდა თავშესაფრად, ასევე დაზიანდა მისი შტაბ-ბინა ღაზაში.