„თუ გეტყვიან, რომ გოგო ხარ და არ შეგეფერება, არ გამოგივა, არ გეკადრება, გაიხსენე ყველა მეამბოხე ქალი...“ - ემოციური ვიდეო
11 ოქტომბერი გოგოების საერთაშორისო დღეა.
ყველა გოგოს უფლებაა, იყოს თავისუფალი, ჰქონდეს წვდომა განათლებაზე, შეძლოს სასურველი პროფესიის არჩევა, ისწავლოს, იკითხოს, იოცნებოს, ითამაშოს, საკუთარი თავის სჯეროდეს და არ შეეშინდეს ნაბიჯის წინ გადადგმის.
წელს, როდესაც მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობამ 8 მილიარდს გადააჭარბა, გვსურს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას, რომ გოგოები დიდ ძალას წარმოადგენენ მათსავე საზოგადოებებში და რომ მათი შესაძლებლობები ამოუწურავია.
გოგოების დღესთან დაკავშირებით, გაეროს მოსახლეობის ფონდის #UNFPA ინიციატივით, GrlzWaveთან თანამშრომლობით, დედებისა და მათი გოგო შვილების მონაწილეობით, განსაკუთრებული ვიდეო მომზადდა.
ტექსტი მწერალ რუსუდან რუხაძეს ეკუთვნის, ტექსტს მსახიობი ნატო მურვანიძე კითხულობს, ფოტოების ავტორია დინა ოგანოვა და რეჟისორი - გიორგი მეშველიანი.