თეგებით ძიება

გარდაიცვალა 104 წლის ქალი, რომელიც 5 ოქტომბერს პარაშუტით გადახტა

დოროთი ჰოფნერი, 104 წლის ჩიკაგოელი ქალი, რომელიც 5 ოქტომბერს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი გახდა, ვინც ოდესმე თვითმფრინავიდან პარაშუტით გადამხტარა - გარდაიცვალა.

ჰოფნერის ახლო მეგობარმა, ჯო კონანტმა, თქვა, რომ იგი 9 ოქტომბრის დილას ხანდაზმულთა საზოგადოების თანამშრომლებმა გარდაცვლილი იპოვეს. ვარაუდობენ, რომ ქალი ძილში გარდაიცვალა.

"ის დაუღალავი იყო, უბრალოდ განაგრძობდა გზას. ის არ იძინებდა შუადღეს, სადილსა და სხვადასხვა ღონისძიებას კი ყოველთვის ესწრებოდა". - თქვა კონანტმა.

5 ოქტომბერს ჩიკაგოში მცხოვრები 104 წლის დოროთი ჰოფნერი გახდა ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომელიც თვითმფრინავიდან პარაშუტით გადახტა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა