პრეზიდენტმა ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა
პრეზიდენტმა ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა. სახელმწიფო ჯილდო, პრეზიდენტმა ახალგაზრდა მეწარმის ნიკო კვარაცხელიას დედას, იზა ომაძეს გადასცა.
ნიკო კვარაცხელია დაჯილდოვდა მაღალი ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, პირველი ქართული სოციალური პლატფორმა "ფიდსის" შექმნისთვის, ახალგაზრდების ეკონომიკური და სოციალური აქტივობების განსაკუთრებული მხარდაჭერისა და საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოპულარიზაციისათვის.