"დაე იბრძოლონ კაცებმა, დაანებეთ თავი ქალებს და ბავშვებს, ეს ორივე მხარეს ეხება“ - პუტინი ისრაელის ომზე
„თუ კაცები გადაწყვეტენ ერთმანეთთან ბრძოლას, დაე, იბრძოლონ. დაანებეთ თავი ქალებს და ბავშვებს. ეს ორივე მხარეს ეხება“, - პუტინი ამ მოწოდებით ჰამასის წინააღმდეგ, ისრაელის ომზე საუბრისას გამოდის.
"საშინელებაა რაც ხდება...ჩვენ უნდა ვეცადოთ მინიმუმამდე, ან ნულამდე დავიყვანოთ ზარალი მშვიდობიან მოსახლეობაში - ქალებში, ბავშვებში, მოხუცებში" - თქვა პუტინმა რუსული ენერგეტიკის კვირეულის პლენარულ სხდომაზე.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს ღაზადან ჰამასის ტერორისტული დაჯგუფება ისრაელს თავს დაესხა და მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცა, ან მძევლად აიყვანა. ისრაელმა ტერორისტების საპასუხოდ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.