მოსკოვში მეტროს ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა
მოსკოვის მეტროპოლიტენის ლუბლინსკო-დიმიტროვსკის ხაზზე ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. ამის შესახებ Lenta.ru იუწყება.
ინციდენტი „პეჩატნიკის“ სადგურზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი. ამჟამად მაშველები შეჭეჭყილ ვაგონში მოყოლილი მემანქანის გამოყვანას ცდილობენ.
თვითმხილველები ამბობენ, რომ შეჯახების მომენტში ერთი მატარებელი მოძრაობდა, ხოლო მეორე - გაჩერებული იყო. ერთი მატარებელი მგზავრების გარეშე მოძრაობდა.