თეგებით ძიება

ისრაელი სამი მიმართულებიდან იბომბება - ღაზადან დაწყებულ თავდასხმას ლიბანი და სირიაც შეუერთდნენ

მთავარი არხის ინფორმაციით, ისრაელი უკვე სამი მიმართულებიდან იბომბება. ღაზადან დაწყებულ თავდასხმას ჩრდილოეთიდან ლიბანი და სირიაც შეუერთდნენ. ქვეყნის ყველა მსხვილ ქალაქში დღეს ზედიზედ ისმოდა განგაშის ხმა და ფეთქდებოდა ტერორისტების მიერ გაშვებული რაკეტები. საპასუხო ნაბიჯებს დგამს ისრაელის არმიაც, თუმცა ეს აშკარად მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპია.

ღაზის სექტორის ირგვლივ უკვე 300 ათასი სამხედრო და ასეულობით ტანკია მობილიზებული, რომლებიც შეტევის ბრძანებას ელიან. რამდენად ფართომასშტაბიანი იქნება ეს სამხედრო ოპერაცია და დაიკავებს თუ არა ისრაელი ღაზას სექტორს მთლიანად, უახლოეს დღეებში გამოჩნდება. იერუსალიმი ახლა სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერის მოლოდინშია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა