„მამამისი ყოფილა საზღვარგარეთ სამუშაოდ, ამბობენ, რომ არ იცოდა შვილის ნიშნობაზე“ - რას წერს მოკლული გოგონას ოჯახზე სამოქალაქო აქტივისტი?
სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა საგარეჯოში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, მოკლული 14 წლის გოგონას მამას შვილის ნიშნობის შესახებ არ იცოდა.
„დღეს რამდენიმე ჟურნალისტმა დამიკავშირდა 14 წლის აიტაჯის მამის შესახებ, უბრალოდ იმდენი მესიჯი და ზარი შემოდის არ ვიცი, ვინ იყვნენ და აქვე მოგწერთ მოკლე ინფოს.
აიტაჯის ოჯახში ყოფილა პრობლემა და მშობლები ამის გამო ხან ცალ-ცალკე, ხან ერთად უცხოვრიათ. ბოლოს აიტაჯი, დედამისი და უმცროსი ძმა ბიძასთან ცხოვრებდნენ ( დედისმხრიდან).
იმ ბიჭთან გაცნობა, ნიშნობის ამბები ბიძას ხაზით მომხდარა და დედამისთან ერთად გოგო აიძულეს ნიშნობაზე.
მამამისი ამ პერიოდში ყოფილა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული, ამბობენ, რომ არ იცოდა შვილის ნიშნობაზე მაგრამ მოტაცების ამბებზე სავარაუდოდ იცოდა.
ახლა საქართველოშია“, – წერს სოციალურ ქსელში სამირა ბაირამოვა.