"ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო" - ისრაელში მუსიკალურ ფესტივალზე თავდასხმისას გადარჩენილი ქართველი
ია საქართველოდან ერთ-ერთია მათ შორის, ვინც "ჰამასის" თავდასხმას გადაურჩა. ის შაბათს "ნოვას" მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდა, რომელიც ღაზის საზღვართან ახლოს იმართებოდა. ქალი "ეხო კავკაზასთან" საუბრისას იხსენებს როგორ დაიწყო შეტევა მშვიდობიან მოქალაქეებზე და როგორ მოახერხეს მან და მისმა მეგობრებმა გაქცევა.
"იქ ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. როგორ გადავრჩით, არ ვიცი. ღმერთს ვევედრებოდი იქიდან გავეყვანე. ძალიან კარგი ფესტივალი იყო, გვიან, ღამის 4 საათისკენ დაიწყო. ბევრი ხალხი ესწრებოდა, უცებ დავინახეთ როგორ მოფრინავდნენ ჩვენი მიმართულებით უზარმაზარი რაკეტები, ატყდა პანიკა და მანქანებისკენ გავიქეცით. გაჩნდა ცეცხლი, ხალხი ყვიროდა და შველას ითხოვდა. ვხედავდი ადამიანები როგორ იღუპებოდნენ, როგორ ესროდნენ მათ ტყვიებს, სირბილის დროს ათჯერ წავიქეცი, ძალა აღარ მქონდა, შოკში ვიყავი. მთელი საათ-ნახევრის განმავლობაში ჯოჯოხეთი ტრიალებდა", - ყვება ია.
ისრაელის სამაშველო სამსახური ამბობს, რომ მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე 260-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ბევრი მოქალაქე "ჰამასმა" მძევლად აიყვანა.