თეგებით ძიება
12. 10. 2023 მსოფლიო

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. მას აეროპორტში არაერთი ოფიციალური პირი, მათ შორის, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი დახვდა. ბლინკენმა აეროპორტი ისე დატოვა, რომ რეპორტიორებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც The Times of Israel წერს, ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგთან გამართავს შეხვედრებს. 

როგორც ბლინკენმა ისრაელში გაფრენამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის იქ შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და ამერიკელი ხალხის სახელით, „ძალიან მარტივი და მკაფიო გზავნილით მიემგზავრება - „ჩვენ ისრაელელი ხალხის მხარდაჭერა გვაქვს და დღეს, ჩვენ მათ ვუჭერთ მხარს“, - თქვა ბლინკენმა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა