აშშ-ის ახალ ელჩთან თანამშრომლობის სურვილიც და მოლოდინიც პოზიტიური გვაქვს - მიხეილ სარჯველაძე
მოლოდინსაც და ჩემს სურვილსაც გავაერთიანებ, რომ ეს იყოს კარგი თანამშრომლობა, რადგან განსაკუთრებულია მნიშვნელობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს თანამშრომლობის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„განსაკუთრებული როლი აქვს ამ ყველაფერში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლობას შეერთებულ შტატებში. ამიტომ, თანამშრომლობის სურვილიც და მოლოდინიც გვაქვს პოზიტიური“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი რობინ დანიგენი საქართველოში ჩამოვიდა.