თეგებით ძიება

საბერძნეთში ქართველები ლეპტოპების ქურდობისთვის დააკავეს

საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს საბერძნეთში. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მათ ბრალად ლეპტოპების მოპარვა ედებათ. გამოძიების თანახმად, ქართველი ელექტრო ტექნიკის მაღაზიაში შევიდნენ, სადაც ნივთები აიღეს და თანხა არ გადაიხადეს.

მოპარული კომპიუტერების ღირებულებამ 2250 ევრო შეადგინა. ბრალდებულები უკვე დააკავეს და სისხლის სამართლის დანაშაულზე ბრალიც წარუდგინეს. გამოძიება გრძელდება. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა