თეგებით ძიება

კაკალი - სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო

California Walnuts-ის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, კვების რაციონში კაკლის დამატებით სიცოცხლეს გაიხანგრძლივებთ. 

როგორც ცნობილია, მწვანილი, კენკრა და ჯვაროსანთა ოჯახის ბევრი ბოსტნეული სხეულის ბუნებრივი დეტოქსიკაციის სისტემას ააქტიურებს, თუმცა, ცოტამ თუ იცოდა, რომ კვების რაციონში ნიგვზის დამატება უფრო დიდხანს სიცოცხლეს უწყობს ხელს... 

California Walnuts-მა მოზარდებში კორონარული არტერიის დაავადების რისკის კვლევა ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ ნიგვზის ყოველდღიურად მიღება დადასტურებული საშუალებაა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ტიპის კაკლისებრი ნაყოფი თანაბრად ეფექტური არ არის; ზოგიერთი მათგანი გაცილებით დიდი რაოდენობის ცხიმს შეიცავს, თუმცა ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციით, ნიგვზის ზომიერად მიღებით შესაძლებელია ასაკთან დაკავშირებული დაავადებების თავიდან აცილება.

კლევის მონაწილეებმა, რომლებიც ადრეულ ასაკში, კვირაში ხუთჯერ ან მეტჯერ ნიგოზს (დღეში 30 გრამს) ჭამდნენ, აჩვენეს მეტი ალბათობა იმისა, რომ ისინი ფიზიკურად უფრო აქტიურნი იყვნენ და ასაკის მატებასთან ერთად, მათი გულის დაავადების რისკი მცირე იყო. 

”კაკლის მჭამელებს, როგორც ჩანს, ორგანიზმის უნიკალური ფენოტიპი აქვთ, რომელსაც თან ახლავს სხვა დადებითი გავლენა ჯანმრთელობაზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ნიგვზის ჭამას ახალგაზრდობიდან იწყებენ, თავიდან იცილებენ ქრონიკული  დაავადებების (როგორიცაა გულის დაავადება, სიმსუქნე და შაქრიანი დიაბეტი) რისკს,“ - თქვა წამყვანმა მკვლევარმა, ლინ სტეფენმა.

კაკალი მნიშვნელოვანი რაოდენობის მცენარეულ ომეგა-3-ს (ალფა-ლინოლენის მჟავას) შეიცავს, რომელიც დიდ როლს ასრულებს გულისა და ტვინის ეფექტურად მუშაობასა და ჯანმრთელად დაბერებაში. კაკალი ასევე შეიცავს 4,4გრ პროტეინს, 1,4გრ ბოჭკოს, E ვიტამინს, მაგნიუმს, B6 ვიტამინს, ფოლატს, კალიუმს, თიამინს, თუთიას, პანტოტენის მჟავას და რკინას.

სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ კაკლის ზომიერად მიღება სიკვდილის რისკს 14%-ით, ხოლო გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეულ შესაძლო სიკვდილს 25%-ით ამცირებს; სიცოცხლეს კი 1,3 წლით ახანგრძლივებს.

კვლევის მიხედვით, კაკლის მომხმარებლებს აღმოაჩნდათ: სხეულის მასის ინდექსის (წონის) კლება, არტერიული წნევის დაწევა, სისხლში ტრიგლიცერიდების დონის შემცირება. ეს სწორედ ის ფაქტორებია, რომლებიც გულის დაავადების რისკს ამცირებს.

წყარო: https://www.mirror.co.uk/science/one-food-add-your-diet-30020060


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა