"სოხუმელი ქართველი ებრაელი გოგონა ტერორისტებმა მხეცურად მოკლეს...“ - რა ინფორმაცია ვრცელდება?
ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაისტი, როტშილდების ფონდის მკვლევარი, ლაშა შაყულაშვილი სოციალურ ქსელში კიდევ ერთი გარდაცვლილი გოგონას შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
"დღეს, 11 ოქტომბერს, ჩრდილოეთ ისრაელში, დაკრძალავენ 25 წლის რახელს, სოხუმელ ქართველ ებრაელ გოგონას, რომელიც ტერორისტებმა მხეცურად მოკლეს და მისი ფოტო ფეისბუქზე ატვირთეს...“ - წერს ლაშა.
როგორც ებრაულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა 25 წლის რახელი დოვი, დედის ერთადერთი შვილი იყო. "ჰამასის" თავდასხმის დროს, ქვეყნის სამხრეთში ფესტივალზე იმყოფებოდა.