ვანდალიზმი ახალციხეში - დაზიანებულია ნაგვის ურნები, სკამები და საბავშვო ატრაქციონები
ქალაქ ახალციხეში, რეკრეაციულ ზონებსა და სკვერებში ვანდალიზმის ფაქტები დაფიქსირდა. დაზიანებულია ნაგვის ურნები, სკამები და საბავშვო ატრაქციონები.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი ლაზარაშვილის განცხადებით, ქალაქის იერსახის მოწესრიგება, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, მუნიციპალიტეტისთვის მთავარ პრიორიტეტს წამოადგენს.
„სამწუხაროდ ხშირია ქალაქის მასშტაბით რეკრეაციულ ზონებში ინფრასტრუქტურის დაზიანების შემთხვევები. მრავალი გაფრთხილებისა თუ თხოვნის მიუხედავად, მოქალაქეების ნაწილს კვლავ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აქვს საერთო სარგებლობის ინვენტარის მიმართ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ერთად ვიზრუნოთ და მოვუფრთხილდეთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოს“, - აცხადებს ირაკლი ლაზარაშვილი.
მერის თქმით, დაზიანებული ინფრასტრუქტურა ყოველ ჯერზე ახლდება და ამჯერადაც, გამოიცვალა, თუმცა გამოვლინდა განმეორებით დაზიანების ფაქტები