თეგებით ძიება
12. 10. 2023 მსოფლიო

„2023 არ არის 1943 წელი. ჩვენ იგივე ებრაელები ვართ, მაგრამ გვაქვს განსხვავებული შესაძლებლობები - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

„2023 არ არის 1943 წელი, ისრაელი ძლიერია, მივაგნებთ ყველას კვალს, ვისაც ხელები ჩვენი შვილების სისხლით აქვს შეღებილი“, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე.

„ჩვენ მძიმე დარტყმა მივიღეთ. თუმცა არავინ შეცდეს - 2023 არ არის 1943 წელი. ჩვენ იგივე ებრაელები ვართ, მაგრამ გვაქვს განსხვავებული შესაძლებლობები. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია. ჩვენ ვართ ერთიანები და ძლიერები.

ჰამასი“ არის ღაზას „ისლამური სახელმწიფო“, სასტიკი ორგანიზაცია, რომელსაც აფინანსებს და მხარს უჭერს ირანი. „ჰამასი“ არის „ისლამური სახელმწიფო“ და ის არ იარსებებს ჩვენს საზღვრებზე. ისრაელის თავდაცვის ძალები გაანადგურებს „ჰამასს“ - აცხადებს თავდაცვის მინისტრი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა