ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 1 300-მდე გაიზარდა
ისრაელის ცნობით, მათი მხრიდან დაღუპულთა რიცხვი 1300-მდე გაიზარდა. დაღუპულები ძირითადად არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ჰამასის მებრძოლებმა საკუთარ სახლებში და მუსიკალურ ფესტივალზე მოკლეს.
შეგახსენებთ, ღაზაში პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ სულ მცირე 1 203 პალესტინელი დაიღუპა და 5 763 დაშავდა მას შემდეგ, რაც შაბათს ისრაელმა "ჰამასის" თავდასხმაზე საპასუხო დარტყმები დაიწყო.