"ვაღიარებთ, რომ ეს პრობლემა არსებობს, ასეთი ფაქტები აღარ უნდა იყოს" - აზერბაიჯანელი თემი 14 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე
14 წლის გოგოს მკვლელობა - ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემის წარმომადგენელმა ქალებმა ცოტა ხნის წინ პრესკონფერენცია გამართეს.
მათ შესაბამის უწყებებს განცხადებით მიმართეს და პრობლემაზე ერთად მუშაობა შესთავაზეს.
ეთნიკურად აზერბაიჯანელმა თემის წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ ნაადრევი ქორწინების პრობლემა მართლაც არსებობს, თუმცა თქვეს ისიც, რომ მდიდარ აზერბაიჯანულ ადათ-წესებში, ქალის როლი და ადგილი, ქალის პატივისცემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია
ძალიან სამწუხარო ამბავია ჩვენი თემისთვის და ვფიქრობთ, ჩვენმა თემმაც ბევრი რამ უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ არა მხოლოდ თემში არამედ მთელ ქვეყანაში ასეთი ფაქტები არ იყოს. ვაღიარებთ, რომ ეს პრობლემა არსებობს, ვაღიარებთ რომ მნიშვნელოვანია და ვფიქრობთ, რომ ამ პრობლემაზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. საკითხი არანაირად არ არის ეთნიკური და არანაირად არ არის დაკავშირებული აზერბაიჯანულ ტრადიციებთან. გვინდა აღვნიშნოთ, მდიდარ აზერბაიჯანულ ადათ-წესებში, ქალის როლი და ადგილი,ქ ალის პატივისცემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია". - ამბობს ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემის წარმომადგენელი ქალები.
14 წლის მოკლული გოგონას მამა ამ დრომდე პოლიციაში რჩება. ისა შახმიროვი, უკვე ორ საათზე მეტია გამომძიებლების კითხვებს პასუხობს. კაცმა უნდა თქვას, იცოდა თუ არა მისი ქალიშვილის უკანონო ქორწინების ამბავი.