37 წლის ქალი ზეფირის ჭამის კონკურსზე გაიგუდა - BBC News
ბრიტანელი ქალი ზეფირის სწრაფად ჭამის კონკურსზე გაიგუდა - ამის შესახებ BBC News იუწყება.
37 წლის ბასი ნატალი ბასი შაბათს, 7 ოქტომბერს საქველმოქმედო ღონისძიებას დაესწრო, რომელიც რაგბის კლუბის - Beddau Rugby Football Club ოგანიზებით გაიმართა. კლუბი ნორჩი მორაგბეების გუნდისთვის, სადაც ბასის უფროსი ვაჟი ვარჯიშობდა, თანხას აგროვებდა. ქალმა საქველმოქმედო ლატარიაში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა, შემდეგ კი ის სცენაზე ზეფირის ჭამის კონკურსზე მიიწვიეს.
პირობების თანახმად, კონკურსანტს პირში რაც შეიძლება მეტი ზეფირი უნდა ჩაედო. ნატალი ზეფირს პირში სიცილით იტენიდა, როდესაც უცებ გონდაკარგული დაეცა - ტკბილეულმა ქალს სასუნთქი გზები გადაუკეტა და გაგუდა. კონკურსზე დამსწრეებიდან ქალის დახმარება ბევრმა სცადა, ვიღაცამ დეფიბრილატორიც კი მოიტანა, მაგრამ ბასი ვერ გადაარჩინეს.
მომხდარს პოლიცია იძიებს.