ოლექსი არესტოვიჩის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის წინააღმდეგ სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს.
როგორც ტელეგრამ არხ „ნექსტაზე“ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, საქმე ეხება არესტოვიჩის მიერ ქალების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას.
ამავე ცნობით, არესტოვიჩის საქმე უკვე გადაეგზავნა კიევის საქალაქო პროკურატურას.
არესტოვიჩმა ქალებს „არსებები“ უწოდა და თქვა, რომ „საჭიროა მათი გაჩუმება“.