თეგებით ძიება

მოკლული 14 წლის გოგოს მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიანიჭეს

აგარეჯოს სოფელ ლამბალოში მოკლული 14 წლის გოგოს, აითაჯ შახმაროვას მამა, ისა შახმიროვი გამოკითხვაზე დაიბარეს და მას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიანიჭეს. ცნობილია, რომ ის საქართველოში არ იმყოფებოდა და ქვეყანაში ახლა დაბრუნდა. 

"ფორმულასთან" საუბრისას მისი ძმა, ნუსა შახმიროვა ამბობს, რომ ის ცოლს, აითაჯის დედას წლების წინ გაშორდა და შვილის "გათხოვების" შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია: "ეს ჩვენთვის არ უთქვამთ".

"მკვლელობის ამბავი ტელევიზიით შევიტყვეთ, შემდეგ გავაგებინე ჩემს ძმასაც. მასთან ბევრი საუბარი ვერ მოვასწარით, გამოკითხვაზე წაიყვანეს, თუმცა ზუსტად ვიცი, თავისი მკაცრი პოზიცია ექნება მომხდარზე", - თქვა მან. 

შეგახსენებთ, რომ გოგო მკვლელობაში მისი გამტაცებელი, ე.წ. ქმარია ბრალდებული, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის რამდენიმე დღეში დააკავა. ასიმ ასლანოვს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა