თეგებით ძიება

ღაზის ალყის ფონზე, სხვა ფრონტების გახსნა რეალურად შესაძლებელია - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ისრაელის მიერ ღაზის დაბომბვა თუ გაგრძელდება, შეიძლება, სხვა ფრონტები გაიხსნას.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი ბეირუთში ჩავიდა, სადაც მას ლიბანელ ოფიციალურ პირებთან ერთად „ჰამასის“ და პალესტინის ისლამური ჯიჰადის წარმომადგენლები დახვდნენ.

„გაგრძელებული აგრესიის, ომის დანაშაულებისა და ღაზის ალყის ფონზე, სხვა ფრონტების გახსნა რეალურად შესაძლებელია”, – ამბობს ამირაბდოლაჰიანი ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ჰამასის“ ოფიციალურმა პირებმა უარყვეს, რომ ირანი უშუალოდ იყო ჩართული თავდასხმის დაგეგმვაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა