თეგებით ძიება

ტრაგედია კახეთში - ვინ არის ნადირობისას დაღუპული ახალგაზრდა?

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში გარდაცვლილი ახალგაზრდა 27 წლის გიორგი კიკოლაშვილია.

გიორგი კიკოლაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მკვიდრია.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა სოფელ საბუეს ტყეში, სხვა რეგიონიდან ჩასულ სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა.

"ჯერჯერობით, არ ვიცით, რა გარემოებებში მოხდა იზრაღის გავარდნა. ასე თქვეს, გორიდან ჩასული სტუმრები ჰყავდაო. ძალიან წესიერი, მშრომელი და კარგად გაზრდილი ბიჭი იყო, სასტუმროც ააშენა ნეკრესის მხარეს. ვერც კი მივდივართ მშობლებთან, რა უნდა უთხრა ასეთ დროს ადამიანს", - ამბობს ერთ- ერთი ადგილობრივი.

შემთხვევა დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს ტყეში მოხდა.

27 წლის ახალგაზრდა, ნადირობის დროს, შემთხვევით გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა