თეგებით ძიება

„შაშვი შაშვი მაყვალი“ ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს სიაში მოხვდა

ელენე ნავერიანის ფილმი „შაშვი შაშვი მაყვალი“ ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს გრძელ სიაში მოხვდა.

ამის შესახებ European Film Awards-ის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, სადაც ჩამონათვალში ქართველი რეჟისორის ფილმიც არის მოხვედრილი.

შეგახსენებთ, რომ ფილმი თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული.

მას უკვე აქვს მიღებული სარაევოს კინოფესტივალის მთავარი პრიზი და ბათუმის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური ჯილდო.

ფილმში მთავარ როლებს ეკატერინე ჩავლეიშვილი და თემიკო ჭიჭინაძე ასრულებენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა