ლოიდ ოსტინი ისრაელში ჩავიდა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ისრაელში ჩავიდა. ამის შესახებ CNN -ი იუწყება.
ლოიდ ოსტინს შეხვედრები დაგეგმილი აქვს თავის ისრაელელ კოლეგასთან და ასევე პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.
გავრცელებული ცნობით, შეხვედრებზე განიხილავენ ისრაელის ოპერატიულ დაგეგმარებასა და ამოცანებს, ასევე ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო დახმარებას.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.