თეგებით ძიება

"ძალიან კარგი ადამიანი იყო... დაახლოებით, სამჯერ გაისროლეს" - თვითმხილველები მარნეულში მომხდარ მკვლელობაზე

მარნეულში, 40 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. თვითმხილველების განცხადებით, კონფლიქტი გვიან ღამით მოხდა, თუმცა ორ პირს შორის დაპირისპირების მიზეზი უცნობია. "კურიერი" თვითმხილველებს ესაუბრა.

"ეზოში ვიჯექი, გავიგე სროლის ხმა, დაახლოებით სამჯერ გაისროლეს, რომ გავედი უკვე ძირს იწვა ადამიანი. მოვიდა სასწრაფო და პოლიცია, ყველაფერი უცებ მოხდა," - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

"რა მოხდა და რის გამო არ ვიცი, ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან კარგი ადამიანი იყო," - აცხადებს ადგილობრივი.

შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა