"მკვლელობის ამბავი მამამ ტელევიზიით გაიგო... ჩემი ძმა შვილის ღირსებისთვის იბრძოლებს“ - 14 წლის გოგოს მამა გამოკითხვაზე მივიდა (ვიდეო)
14 წლის აითაჯის ღირსების დასაცავად შვილმკვდარი მამა საქართველოში დაბრუნდა.
ისა შახმიროვს შვილის განზრახ მკვლელობის საქმეში დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი აქვს. როგორც ცნობილია, ცოლ-ქმარი გაშორებულები იყვნენ.
როგორც ტელეკომპანია ფორმულასთან ისა შახმიროვას ძმა აცხადებს, მკვლელობის შესახებ ტელევიზიიდან გაიგეს და ბავშვის იძულებით გათხოვების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ.
ცნობისთვის, 14 წლის მსხვერპლი მოძალადე „ქმარმა“ ცეცხლსასროლი იარაღით 6 ოქტომბერს მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის ე.წ ქმარი 10 ოქტომბერს დააკავეს.
გარდა ამისა, დააკავეს აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა. ორივეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მათ ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ ბრალად.