თეგებით ძიება

ტერორისტების გეგმა გაშიფრულია - ინტერვიუ "ჰამასის" სამხედრო ფრთის წარმომადგენელთან

ტერორისტების გეგმა გაშიფრულია - სამხედრო დაჯგუფების მიზნებზე Al Jazeera საუბრობს. ირკვევა, რომ "ჰამასის" მებრძოლების მიზანი, იერუსალიმის და მეჩეთის აღება იყო.

ალ-კასამ ბრიგადების (ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის სამხედრო ფრთა) წარმომადგენლის აბუ ობეიდას თქმით, გეგმა 2021 წელს გაჩნდა და მისი მთავარი მიზანი იერუსალიმში ამავე სახელწოდების მეჩეთის  და თავად ქალაქის აღება  იყო.

"ამ კურთხეული ბრძოლის იდეა გაჩნდა იქ, სადაც 2021 წელს დასრულდა საიფ ალ-კუდსის (იერუსალიმის მახვილი-ს) ბრძოლა. ამ ბრძოლამ  პალესტინის მიწებზე ერის მობილიზება მოახდინა ჩვენი წმინდა ადგილებისა და ჩვენი ხალხის მომავლის დაცვის მნიშვნელობის თაობაზე.                                                                                                                                                            ტერორისტების მთავარი გეგმის დასაფარად შენიღბვის ოპერაცია დაიწყო, რამაც „რამდენიმე ნაკლებად მნიშვნელოვანი ბრძოლა გამართა მტერთან და მოიპოვა დრო მთავარი ბრძოლის მოსამზადებლად“, რისთვისაც ჰამასმა შეძლო 3000 ავანგარდის მებრძოლისა და 1500  მოხალისე-მხარდამჭერის მობილიზება. 

ახლა ისრაელმა უნდა მიმართოს სისხლისღვრას წარუმატებლობის დასამალად, ნაცვლად დასკვნების გამოტანისა. თუ ისრაელი  ასეთ ნაბიჯებს გადადგამს, ჩვენ მივიღებთ ახალ ზომებს, რომლებიც მტრისთვის მნიშვნელოვან დანაკარგებს გამოიწვევს“, - ამბობს აბუ ობეიდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა