კეზერაშვილთან 3-დღიანი შეხვედრების შემდეგ, ენმ-ის თავმჯდომარე და პარტიის მენეჯმენტი ლარნაკადან დაბრუნდნენ
დავით კეზერაშვილთან 3-დღიანი შეხვედრების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და პარტიის მენეჯმენტი ლარნაკადან დაბრუნდნენ.
ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის ლიდერები ადასტურებენ, რომ შეხვედრები გაიმართა პარტიის დამფინანსებელთან, თუმცა ისინი დეტალურ განმარტებებს არ აკეთებენ. რაც შეეხება ნიკა გვარამიას საკითხს, ჩაანაცვლებს თუ არა ის ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე; ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მას მანდატი 2025 წლამდე აქვს.
"გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები, ჩვენ გავაკეთებთ ძალიან დიდ კოალიციას. ამის უზრუნველსაყოფად, შევხვდებით ყველა მნიშვნელოვან ადამიანს, მეტსაც გეტყვით, იმდენად საინტერესო ხალხი იყო იქ, მათ შორის საქართველოდან თავმოყრილი... რაც, მგონი, ბიძინა ივანიშვილს ძალიან არ ესიამოვნება. რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ის იქნება უმნიშვნელოვანესი ადამიანი. მან თქვა, რომ პოლიტიკით აპირებს დაინტერესებას და ამას მხოლოდ მივესალმებით. ცხადია ვითანამშრომლებთ. სხვანაირად შეუძლებელია,“ - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.