თეგებით ძიება

"ვატყობ ბევრმა ისიც არ იცის, რომ ისრაელი და პალესტინა სინონიმებია და ერთი და იგივე ტერიტორიას ეწოდებოდა“ - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ისრაელის და პალესტინის სამხედრო დაპირისპირებას ეხმაურება.

"ვატყობ ბევრმა ისიც არ იცის, რომ პალესტინელები ეთნიკური არაბები არიან.

P.S. ბარემ აქვე დავამატებ: არაბები ისრაელის და მთელი ახლო აღმოსავლეთის (სირია,ლიბანი, იორდანია, ერაყი) და ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიებზე (ეგვიპტე, ლიბია, ალჟირი და სხვა) განსახლებას იწყებენ მე-7 საუკუნის შუა ხანებიდან, არაბთა სახალიფოს (იმპერიის) შექმნის პერიოდიდან და მრავალი ადგილობრივი ეთნოსის განადგურების, ასიმილაციის და ძალისმიერი მილევის ხარჯზე მოახერხეს ეს. საკუთრივ პალესტინელ (ანუ ისრაელელ) არაბებს საკუთარი სახელმწიფო არასოდეს ჰქონიათ. ტერმინი პალესტინა კი ისრაელის ტერიტორიის ეკვივალენტია, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა შუა საუკუნეებში სიტყვა “ისრაელი”-ს ნაცვლად, როცა ისრაელის სახელმწიფო გაუქმებული იყო.

[კიდევ ერთი დამატება: 1947 წლიდან, ისრაელის რესპუბლიკის შექმნის შემდგომ პალესტინა ეწოდება არაბულ ნაწილს, არაბულ ავტონომიას, რომელიც სახელმწიფოდ უნდა ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ისტორიულად ტერმინები ისრაელი და პალესტინა სინონიმებია და ერთიდაიგივე ტერიტორიას ეწოდებოდა.]", - წერს დეკანოზი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა