თეგებით ძიება

ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანიაში დაისჯება ყველა, ვინც ჰამასისს ქმედებებს გაამართლებს და ისრაელის დროშებს დაწვავს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანიაში დაისჯება ყველა, ვინც ჰამასისს ქმედებებს გაამართლებს, დანაშაულებრივ აქტივობებს მხარდაჭერას გამოუცხადებს, დაწვავს ისრაელის დროშებს და ტერორისტული დაჯგუფების სიმბოლოებს გამოიყენებს. 

შოლცმა პირობა დადო, რომ გერმანიაში ანტისემიტიზმის მიმართ "ნულოვანი ტოლერანტობა" იქნება. 

კანცლერის ეს განცხადება ბერლინიდან გავრცელებულ ფოტოებს მოჰყვა, სადაც ასახული იყო, როგორ აღნიშნავდნენ ადამიანები ისრაელზე ჰამასის თავდასხმას. შოლცმა ამას "დაუშვებელი და არაადამიანური" უწოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა